მსოფლიო ამბები

6 Mar '18

მარსელ ჰირშერმა მე-17 მსოფლიო თასი მოიპოვა

3-4 მარტს სლოვენიის კურორტ კრანსკა გორაში ვაჟთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გიგანტური სლალომისა და სლალომის ეტაპები გაიმართა.

მარსელ ჰირშერმა ორივე დღეს დიდი სხვაობით გაიმარჯვა და ორივე სახეობაში თავის მეტოქეს, ნორვეგიელ - ჰენრიკ კრისტოფერსენს ქულებით ისე გაუსწრო, რომ 2018 წლის სლალომისა და გიგანტური სლალომის თასების მფლობელი გახდა. საერთო ჩათვლაში კი კრისტოფერსენს ჰირშერმა 289 ქულით გაუსწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის დიდ მსოფლიო თასსაც მარსელ ჰირშერი მოიგებს.

ჰენრიკ კრისტოფერსენისთვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს საუკეთესო სეზონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან მცირე მსოფლიო თასის მოგება ვერ შეძლო, საერთო ჩათვლაში მარსელ ჰირშერის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება. 

გიგანტურ სლალომში ოლიმპიური სამეული განმეორდა, მეორე და მესამე ადგილები ჰენრიკ კრისტოფერსენმა და ფრანგმა ალექსის პინტურომ დაიკავეს. სლალომში კი კრისტოფერსენი ისევ მეორე იყო და ავსტრიელი რამონ ცენჰაუზერნი მესამე ადგილზე გავიდა.

მარსელ ჰირშერი შვიდი წელია ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, რაც სამთო-სათხილამურო სპორტში ურთულესია, ჰირშერამდე ამის გაკეთება მხოლოდ რამდენიმე ლეგენდამ შეძლო. მან თავის კარიერაში მე-17 მსოფლიო თასი მოიპოვა. შვედ - ინგემარ სტენმარკს 19 თასი აქვს მოგებული.

შემდეგი ვაჟთა სწრაფი სახეობები: სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი 10-11 მარტს ნორვეგიაში - კვითველში გაიმართება.