ქართული ამბები

4 Mar '18

თეზოს თასი 2018

3 მარტს მესტიაში, ჰაწვალის ფერდობზე თეზოს თასი - თეზო ჯაფარიძის მეგობრების ორგანიზებით მეოთხედ ჩატარდა. შეჯიბრებაში ყოფილმა სპორტსმენებმა და მოყვარულმა მოთხილამურეებმა იასპარეზეს. წელს პირველად ამ შეჯიბრებაში სლოვაკმა მოთხილამურეებმაც მიიღეს მონაწილოება.

ქალთა შორის ნანა ჯაფარიძემ (სვანეთი) გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ეკატერინე უშხვანი (სვანეთი) გავიდა და მესამე ადგილს კი მარიამ ჯაფარიძე დასჯერდა (სვანეთი). ვაჟთა შორის კი ბაკურიანელი, ყოფილი სპორტსმენი გიორგი თედიაშვილი გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე ბორის ჯაფარიძე გავიდა და მესამე ადგილი პეტერ დანისმა დაიკავა.  თეზოს სახელობის გარდამავალი თასი სვანეთის გუნდმა მოიპოვა. ერთი წლის წინ თეზოს თასის მფლობელი ბაკურიანის გუნდი გახდა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ პრიზიორები საზეიმო ვითარებაში ზურულდის ქედზე დაჯილდოვდნენ.