ქართული ამბები

26 Feb '18

რუმინეთში საქართველოს ბავშვთა სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრებმა იასპარეზეს

23-24 თებერვალს რუმინეთის კურორტ პოიანა ბრასოვში საქართველოს ბავშვთა სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრებმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis) ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაში იასპარეზეს.

გიგანტურ სლალომში ნინო კურტანიძემ მე-16 და ნოდარ კოზანაშვილმა მე-17 ადგილები დაიკავეს. ნოდარი სლალომში მე-10 ადგილზე გავიდა. ლუკა ჯაფარიძე და კონსტანტინე გოცირიძე სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშნენ.