მსოფლიო ამბები

24 Feb '18

ოლიმპიადაზე გუნდური შეჯიბრება შვეიცარიამ მოიგო

დღეს პიონჩანგში სამთო-სათხილამურო მედლების გათამაშება გუნდური შეჯიბრებით დასრულდა. გუნდური ასპარეზობა ოლიმპიადაზე პირველად ჩატარდა.

მედლებისთვის 16 გუნდი იბრძოდა, დიდ და პატარა ფინალამდე შვეიცარიის, ავსტრიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის გუნდებმა მიაღწიეს. ბრინჯაოს მედლები ნორვეგიის ნაკრების წევრებმა მოიპოვეს. ამ სახეობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონები კი შვეიცარიელები გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ავსტრიელებს ერგოთ.

თითო გუნდში ორი ქალი და ორი ვაჟი მოთხილამურე ასპარეზობდა.

ამით დასრულდა 2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიადა. მედლების რაოდენობით კი ავსტრია 7 მედლით (3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე შვედეთი გავიდა, მათ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილი კი ნორვეგიამ დაიკავა (1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო).