ქართული ამბები

21 Feb '18

ბავშვთა სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა

დღეს გამთენიისას ქართველი ბავშვი სამთო-მოთხილამურეები: ნინო კურტანიძე, ნოდარ კოზანაშვილი, კონსტანტინე გოცირიძე და ლუკა ჯაფარიძე თავის მწვრთნელთან იბრაგიმ ჯანიძესთან და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელთან - ნინო ნინუასთან ერთად რუმინეთში გაემგზავრნენ.

რუმინეთის კურორტ პოიანა ბრასოვში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით შეჯიბრება სლალომსა და გიგანტურ სლალომში 23-24 თებერვალს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს შეჯიბრება ბავშვთა შორის რუმინეთში პირველად ტარდება.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოთხილამურეებს!