მსოფლიო ამბები

15 Feb '18

დღეს ოლიმპიადაზე ნინო წიკლაურმა იასპარეზა

დღეს კურორტ იონგპიონგში გაიმართა ქალთა გიგანტური სლალომი, სადაც ნინო წიკლაურმა იასპარეზა. მან 81 მონაწილეს შორის 46-ე ადგილი დაიკავა. ნინომ (ოლიმპიადაზე) თავისი შედეგი გააუმჯობესა.

ოქროს მედალი ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა მოიპოვა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები: ნორვეგიელი რეჟინ მუვინკელი და იტალიელი ფედერიკა ბრინიონე გახდნენ. მიკაელა თავის კარიერაში ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. რეჟინმა და ფედერიკამ კი ოლიმპიური მედლები პირველად მოიპოვეს.

დღესვე ჩატარდა ვაჟთა სწრაფდაშვება კურორტ იონგსიონში. ნორვეგიელმა აკსელ ლუნდ სვინდალმა პირველობა არავის დაუთმო და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მეორე ადგილი მისმა გუნდელმა და მეგობარმა კეტილ იანსრუდმა დაიკავა, რომელმაც მხოლოდ +0.12 წმ წააგო, მესამე ადგილზე კი შვეიცარიელი ბით ფოიცი გავიდა, მან გამარჯვებულთან +0.16 წმ. წააგო.

აკსელ ლუნდ სვინდალი პირველი ნორვეგიელი მოთხილამურეა, რომელმაც სწრაფდაშვების სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

ვულოცავთ ნინოს და ყველა პრიზიორს!