მარსელ ჰირშერი ოლიმპიური ჩემპიონია
6 დიდი მსოფლიო თასის მფლობელი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. დღეს კურორტ იონგსიონში სამთო-კომბინაცია გაიმართა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ფრანგმა მოთხილამურეებმა: ალექსის პინტურომ და ვიქტორ მუფა-იანდემ მოიპოვეს.