ქართული ამბები

11 Feb '18

საზოგადოებრივ არხზე ოლიმპიადის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობს (9-25 თებერვალი)

9-25 თებერვალს საზოგადოებრივ არხზე ოლიმპიადის პირდაპირი ტრანსლაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, გენერალური სპონსორის კომპანია ,,სილქნეტის“, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრები მთელი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და ოლიმპიადისთვის ემზადებოდნენ.

2018 წლის პიონჩანგის ოლიმპიადაზე ორი სამთო-მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას. ნინო წიკლაური 12 თებერვალს გიგანტურ სლალომში და 14 თებერვალს სლალომში გამოვა, იასონ აბრამაშვილი კი 18 და 22 თებერვალს იმავე სახეობებში იასპარეზებს.

სამთო-სათხილამურო ტრანსლაციებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსი, ვეტერანი მოთხილამურე სოფო ახმეტელი და საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტები: გიორგი ზურაბიშვილი და გიორგი თვალაბეიშვილი წარუძღვებიან.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს!