ქართული ამბები

8 Feb '18

პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი ჯგუფი გუშინ, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ჩაფრინდა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. სააკრედიტაციო პროცედურის გავლის შემდეგ ოლიმპიელები: ნინო წიკლაური და იასონ აბრამაშვილი მწვრთნელებთან: ვალტერ ჰუბმანთან და ფრანჩესკო ზანკოლოსთან ერთად გაემგზავრნენ პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში.

დღეს, 8 თებერვალს, ადგილობრივი დროით 11 საათზე პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმარა.