ქართული ამბები

5 Feb '18

ნინო წიკლაური და იასონ აბრამაშვილი პიონჩანგის ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან

დღეს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალური მიღება მოუწყო ქართველ ოლიმპიელებს.

6 თებერვალს საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრები: ნინო წიკლაური და იასონ აბრამაშვილი თავიანთ მწვრთნელებთან ერთად პიონგჩანგის ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან.

ოლიმპიადა ოფიციალურად 9 თებერვალს გაიხსნება. ჩვენი სპორტსმენები სლალომსა და გიგანტურ სლალომში იასპარეზებენ. შეჯიბრებებზე ნინო წიკლაური 12 და 14 თებერვალს, იასონ აბრამაშვილი კი 18 და 22 თებერვალს გამოვლენ. 

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოთხილამურეებს!