მსოფლიო ამბები

5 Feb '18

ლინდსი ვონი ინგემარ სტენმარკის რეკორდს მიუახლოვდა

3-4 თებერვალს გერმანიის კურორტ გარმიშ-პარტერკირხენში აუდის სამთო-სათხილამურო ქალთა მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდა.

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლინდსი ვონი ლეგენდარული მოთხილამურის, შვედი ინგემარ სტენმარკის რეკორდს მიუახლოვდა. ლინდსიმ თავის კარიერაში მე-80 და 81-ე ეტაპები მოიგო. ვონი ორივე დღეს დაუმარცხებელი აღმოჩნდა. პირველ დღეს მასთან მხოლოდ +0.02 წმ. წააგო იტალიელმა სოფია გოჯამ და მეორე ადგილი დაიკავა, მესამე ადგილზე ავსტრიელი კორნელია ჰუტერი გავიდა. მან ვონთან +0.13 წმ. წააგო.

მეორე დღესაც სოფია გოჯა ლინდსის მცირე სხვაობით ჩამორჩა, მხოლოდ +0.11 წმ. წააგო და ისევ მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი კი ლიხტენშტეინელმა ტინა ვაირატერმა დაიკავა, მან მხოლოდ +0.01 წმ. წააგო სოფიასთან.

ლინდსი ვონმა თქვა: -,,თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და კარგ ფორმაში ვარ. ყველაფერი იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. ახლა კი კორეაში ორი გამარჯვებით მივემგზავრები, ვეცდები იქაც ასევე კარგად ვისრიალო. უკან დახევას არ ვაპირებ. მე ყველაფერს გავაკეთებ და ვნახოთ რა გამოვა.“

ლინდსი ვონს 6 მოგებაღა აკლია, რომ ინგემარ სტენმარკის რეკორდს გაუსწროს. ლეგენდარულმა სტენმარკმა თავის კარიერის განმავლობაში 86 მსოფლიო თასის ეტაპი მოიგო. ლინდსი ვონმა ქალთა შორის მოგებების რაოდენობით უკვე დაამყარა რეკორდი.

ამჯერად სწრაფდაშვებაში სოფია გოჯა 429 ქულით ლიდერობს, ლინდსი ვონს კი 406 ქულა აქვს. 2018 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე კი მხოლოდ ერთი სწრაფდაშვება დარჩა.

ოლიმპიადაზე 11 თებერვალს ვაჟთა სწრაფდაშვება იონგსიონში გაიმართება, 12 თებერვალს კი ქალთა სლალომი იონგპიონგში ჩატარდება.