მსოფლიო ამბები

24 იან '18

კრომპლაცში ვიქტორია რებენსბურგმა გაიმარჯვა

23 იანვარს მსოფლიოს უძლიერესი ქალი სამთო-მოთხილამურეები ერთმანეთს იტალიის კურორტ კრომპლაცში შეეჯიბრნენ.

ამ შეჯიბრებაში საქართველოს სათხილამურო ნაკრების წევრი ნინო წიკლაურიც ასპარეზობდა, სამწუხაროდ მან პირველი ცდის შემდეგ კვალიფიკაციის გავლა ვერ შეძლო.

 ყველაზე სწრაფი გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი აღმოჩნდა, მეორე ადგილზე ნორვეგიელი რანილდ მუვინკელი გავიდა, მესამე ადგილს კი იტალიელი ფედერიკა ბრინიონე დასჯერდა.

დიდი მსოფლიო თასის ლიდერი - ამერიკელი მიკაელა შიფრინი ასპარეზობას პირველ ცდაში გამოეთიშა.

შემდეგი ეტაპები შვეიცარიაში - ლენცეჰაიდეში ჩატარდება.