მსოფლიო ამბები

24 იან '18

შლადმინგში სლალომი მარსელ ჰირშერმა მოიგო

23 იანვარს ავსტრიის ცნობილ და პრესტიჟულ კურორტზე - შლადგმინგში აუდის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სლალომის ეტაპი ტრადიციულად ღამის განათებაზე გაიმართა. შეჯიბრების საყურებლად 40 000 გულშემატკივარი შეიკრიბა.

ამ შეჯიბრებაზე საქართველოს სათხილამურო ნაკრების წევრმა იასონ აბრამაშვილმა იასპარეზა, სამწუხაროდ იასონმა პირველ ცდაზე კვალიფიკაცია ვერ გაიარა.

ავსტრიელმა სუპერვარკვლავმა მასრელ ჰირშერმა თავის კარიერის განმავლობაში 54-ე გამარჯვება მოიპოვა, მეორე ადგილზე გავიდა ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი, რომელმაც ორი დღის წინ მარსელის დამარცხება შეძლო. ამჯერად მან კონკურენტთან +0.39 წმ. წააგო. მესამე ადგილი კი შვეიცარიელმა დანიელ იულემ დაიკავა, მან გამარჯვებულთან +2.13 წმ. წააგო.

პიონგჩანგის ოლიმიადამდე ეს იყო ბოლო სლალომი. ოლიმპიადაზე სლალომი 22 თებერვალს გაიმართება. მანამდე კი მსოფლიო თასის სწრაფის სახეობები გარმიშ-პარტერკირხენში 27-28 იანვარს ჩატარდება.