ქართული ამბები

24 იან '18

27-28 იანვარს ბაკურიანში 2017-2018 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი გაიმართება

27  და 28  იანვარს ბაკურიანი 2017-2018 წლის საქართველოს თასის პირველ ეტაპს უმასპინძლებს. სამთო-სათხილამურო სპორტის ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატი

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია"სილქნეტისა“, კომპანია ,,ბორჯომისა“  და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართება.

 

შეჯიბრებაში მონაწილე გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებენ. 

         ბავშვები  I,  დაბადების წელი 2004-2005

          ბავშვები II, დაბადების წელი 2002-2003

          მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2001 და უფროსი ასაკი.

 

სლალომის და გიგანტური სლალომის  სახეობებისთვის შერჩეულია დიდველის და მიტარბის ტრასები. 

შეჯიბრების დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

სამწლიანი პაუზის შემდეგ წელს ბაკურიანის, სვანეთისა და აჭარის სამთო-მოთხილამურეებს გუდაურის გუნდი  შეუერთდა.  ამ განახლებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის გათამაშების ყოველი ეტაპის შესახებ მომზადდება სპეციალური ფილმი, რომელიც ,,სილქტივის“ სპორტული არხების  მეშვეობით გადაიცემა და სოციალურ ქსელშიც გავრცელდება .

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.gsf.ge

facebook: Georgan Ski Federation

საკონტაქტო პირი: ეკა გაბაშვილი - +995 577 500 158