ქართული ამბები

16 იან '18

ევროპაში ქართველი სამთო-მოთხილამურეები წარმატებით ასპარეზობენ

15-16 იანვარს ავსტრიის კურორტ სანტ ლაბრეხტში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა უნგრეთის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ორი გიგანტური სლალომი, სუპერგიგანტისა და სამთო კომბინაციის შეჯიბრებები გაიმართა.

15 იანვარს გიგანტურ სლალომში ალექსი ბენიაიძემ მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავა, სამთო კომბინაციაში კი მეხუთე ადგილი. მან გიგანტურ სლალომის სახეობაში მსოფლიო რეიტინგიც გაიუმჯობესა. სოსო ჯაფარიძე მერვე ადგილზე გავიდა.

პარალელურად დღეს ზაგრებში (ხორვატია) იასონ აბრამაშვილმა სლალომში მეორე ადგილი დაიკავა და რეიტინგიც გაიუმჯობესა. სოსო ჯაფარიძე კი მეხუთე და მეოთხე ადგილებზე გავიდა.

ვულოცავთ ქართველ მოთხილამურეებს წარმატებას!