მსოფლიო ამბები

8 იან '18

კრანსკა გორა მიკაელა შიფრინმა დაიპყრო

6-7 იანვარს ქალთა მსოფლიო თასის ტექნიკურო ეტაპები სლოვენიაში - კრანსკა გორაში ჩატარდა.

ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა ორივე დღეს გაიმარჯვა. მან თავის მოკლე კარიერის განმავლობაში მე-40 ეტაპი მოიგო.

გიგანტურ სლალომში მეორე და მესამე ადგილები ფრანგმა ტესა ვორლიმ და იტალიელმა სოფია გოჯამ დაიკავეს.

სლალომში კი შვედმა ფრიდა ჰანსდოთერმა გამარჯვებულ შიფრინთან დიდი სხვაობით +1.64 წმ. წააგო და მეორე ადგილი დაიკავა, მესამე ადგილზე შვეიცარიელი ვენდი ჰოლდნერი გავიდა.

შემდეგი სლალომის ეტაპი ფლახაუში (ავსტრია) 9 იანვარს გაიმართება.