მსოფლიო ამბები

8 იან '18

ადელბოდენში მარსელ ჰირშერმა კიდევ ორი გამარჯვება მოიპოვა

6-7 იანვარს შვეიცარიის კურორტ ადელბოდენში ავსტრიელმა სუპერვარკვლავმა მარსელ ჰირშერმა ორივე დღეს პირველობა ისევ არავის დაუთმო. გიგანტურ-სლალომში მეორე ადგილზე ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი გავიდა, მან ჰირშერთან +0.17 წმ. წააგო და მესამე ადგილი ფრანგმა ალექსის პინტურომ დაიკავა. (+0.21 წმ.)

სლალომს რაც შეეხება, ჰირშერმა თავის თანაგუნდელ - მიხაილ მატს +0.13 წმ. მოუგო და მან მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე კი ჰენრიკ კრისტოფერსენი გავიდა.

შეჯიბრების საყურებლად 31 000 მაყურებელი შეიკრიბა.

შემდეგი სწრაფი სახეობების შეჯიბრებები 12-14 იანვარს ვენგენში გაიმართება.