ქართული ამბები

8 იან '18

ქართველი სამთო-მოთხილამურეები ავსტრიაში გაემგზავრნენ

დღეს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე და მწვრთნელი - იბრო ჯანიძე ავსტრიაში გაემგზავრნენ.

ნინო იტალიაში თავის მწვრთნელის ნიკოლა პაულონის გუნდთან ერთად ივარჯიშებს და შეჯიბრებებზე გამოვა, ვაჟები კი რამდენიმე დღე ავსტრიელი მწვრთნელის - ვალტერ ჰუბმანის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებენ და შემდეგ გამოვლენ საერთაშირისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებზე, სადაც მსოფლიო რეიტინგის გაუმჯობესებას შეეცდებიან.

პიონგჩანგის ოლიმპიადამდე ერთი თვე დარჩა. ნინო წიკლაურსა და იასონ აბრამაშვილს ლიცენზია მოპოვებული აქვთ. ამ თვის განმავლობაში ალექსი და სოსოც შეედებიან, რომ ოლიმპიადაზე წასვლის უფლება მოიპოვონ.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!