მსოფლიო ამბები

5 იან '18

21 იანვარს ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია იანვარში ,,თოვლის მსოფლიო დღე“ იზეიმება. ეს დღესასწაული ყოველწლიურად  უფრო მასშტაბური ხდება. აღსანიშნავია, რომ ,,თოვლის მსოფლიო დღე“ ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ისეთ ცნობილ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.

საქართველოშიც ეს დღესასწაული, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება.

21 იანვარს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და კომპანია ,,სილქნეტის“ მხარდაჭერით, ასევე წელს სასიხარულოა, რომ მხარდამჭერთა სიას დეველოპერული კომპანია ,,რედკო“ და ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია შეემატა, ბავშვები, მათი მშობლები და დამსვენებლები საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე ,,თოვლის მსოფლიო დღეს“ იზეიმებენ.

საქართველოს ყველა სამთო კურორტზე გაიმართება ბავშვთა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ასევე ჩატარდება გასართობი შეჯიბრებები, სადაც  ყველა მსურველი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

მოინიშნეთ კალენდარში 21 იანვარი!