მსოფლიო ამბები

5 იან '18

ზაგრებში მიკაელა შიფრინმა და მარსელ ჰირშერმა გაიმარჯვეს

3-4 იანვარს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ქალთა და ვაჟთა აუდის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა.

ორივე დღეს სლალომები ღამე ჩატარდა. ქალთა შორის ამერიკელი მიკაელა შიფრინი ისევ დაუმარცხებელი აღმოჩნდა, მასთან დიდი სხვაობით +1.59 წმ.  წააგო მეორე ადგილზე გასულმა შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა, ხოლო მესამე ადგილი შვედმა ფრიდა ჰანსდოთერმა დაიკავა (+2.11 წმ.)

მიკაელამ 28-ე სლალომი მოიგო, რითაც ამ სახეობაში რეკორდი დაამყარა. მიკაელამ ამ შეჯიბრების მოგებით ,,თოვლი დედოფლის“ ტიტულიც მოიპოვა.

როგორც მიკაელა შიფრინია ქალთა შორის დაუმარცხებელი, ვაჟთა შორის ავსტრიელი მარსელ ჰირშერის მოგებაა რთული.  ზაგრებში მარსელ ჰირშერმა 50-ე მოგება იზეიმა, მან ზედიზედ მესამე სლალომი მოიგო, ზაგრებში კი მეოთხედ გაიმარჯვა. ჰირშერი 50 ეტაპის მოგებით გაუტოლდა იტალიელ ალბერტო ტომბას, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოთხილამურეთა შვედი ინგემარ სტენმარკისა და ავსტრიელ ჰერმან მაიერის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.

მეორე ადგილზე გავიდა ავტრიელი მიხაილ მატი, რომელიც პირველი ცდის შემდეგ ლიდერობდა, საბოლოოდ კი ჰირშერთან მხოლოდ +0.05 წმ. წააგო. მესამე ადგილი კი ნორვეგიელმა ჰენრიკ კირსტოფერსენმა დაიკავა.

შემდეგი ქალთა და ვაჟთა ტექნიკური სახეობები კრანსკა გორაში და ადელბოდენში 6-7 იანვარს გაიმართება.