მსოფლიო ამბები

2 იან '18

ოსლოში მიკაელა შიფრინმა და ანდრე მირერმა გაიმარჯვეს

1 იანვარს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამთო-სათხილამურო ქალთა და ვაჟთა მსოფლიო თასის ,,შეჯიბრება ქალაქში“ - პარალელური სლალომი გაიმართა.

ნისლის მიუხედავად შეჯიბრება წარმატებით ჩატარდა. ფინალში ამერიკელი მიკაელა შიფრინი და შვეიცარიელი ვენდი ჰოლდნერი გავიდნენ, მიკაელამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. მესამე ადგილისთვის შვეიცარიელი მელანი მაილენდი და შვედი ფრიდა ჰანსდოთერი იბრძოდნენ. 19 წლის მელანიმ გამოცდილი ჰანსდოთერი დაამარცხა და მესამე ადგილი მოიპოვა.

ვაჟთა შორის კი შვედი ანდრე მირერი გახდა ჩემპიონი, მასთან ფინალში ავსტრიელი მიხაილ მატი დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე გავიდა გერმანელი ლინუს შტრასერი, რომელმაც ბრიტანელი დეივ რიდინგი დაამარცხა.

სუპერვარსკვლავი - ავსტრიელი მარსელ ჰირშერი ამჟამად დამარცხდა, მან დეივ რიდინგთან წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში მიკაელა შიფრინი 981 ქულით ლიდერობს, მას საკმაოდ დიდი სხვაობით ჩამორჩება გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი, რომელსაც 510 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე სლოვაკი პეტრა ვლხოვაა 425 ქულით.

ვაჟთა შორის კი ასეთი მდგომარეობაა: მარსელ ჰირშერი 574 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენია 520 ქულით და მესემე ადგილზე 480 ქულით ასევე ნორვეგიელი კეტილ იანსრუდია.

შემდეგი ეტაპები ხორვატიაში - ზაგრებში 3-4 იანვარს ჩატარდება.