ქართული ამბები

25 დეკ '17

თურქეთში რევაზ ნაზღაიძემ სამი პირველი ადგილი მოიპოვა

21-24 დეკემბერს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სნოუბორდის შეჯიბრება გაიმართა თურქეთის კურორტ ერზრუმ/პალანდუკენში, სადაც საქართველოს სნოუბორდის ნაკრების წევრი რევაზ ნაზღაიძე ასპარეზობდა.

21, 22 და 24 დეკემბერს რევაზმა გაიმარჯვა. 23 დეკემბერს კი სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა. შეჯიბრებაში ოთხი ქვეყნის 13 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ვულოცავთ რევაზს ამ წარმატებას!