მსოფლიო ამბები

19 დეკ '17

ვალ გარდენაში ჯოსეფ ფერსტლმა და აკსელ ლუნდ სვინდალმა გაიმრჯვეს

15-16 დეკემბერს იტალიის კურორტ ვალ გარდენაში ვაჟთა მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები ჩატარდა.

პირველ დღეს ძლიერი თოვა იყო და ორგანიზატორებს შეჯიბრების შეჩერება მოუწია. ვინაიდან შეჯიბრებაში 30-მა სპორტსმენმა იასპარეზა, შეჯიბრება ჩატარებულად ჩაითვალა. გერმანელმა ჯოსეფ ფერსტლმა თავის კარიერის განმავლობაში პირველად გაიმარჯვა, მან მხოლოდ +0.02 წმ. მოუგო მეორე ადგილზე გასულ ავსტრიელ მაქს ფრანცს, მესამე ადგილიც ავსტრიელმა მატიას მაიერმა დაიკავა. აღსანიშნავია, რმ ჯოსეფ ფერსტლი სეფ ფერსტლის შვილია, სეფი კიცბუელის სწრაფდაშვების ორგზის ჩემპიონია.

მეორე დღეს მზიანი დილა გათენდა. სწრაფდაშვებაში ნორვეგიელები დომინირებდნენ. აკსელ ლუნს სვინდალმა ვალ გარდენას ,,სალსლონგის“ ცნობილი ტრასაზე ყველაზე სწრაფად ისრიალა და თავის კარიერაში 34-ე გამარჯვება და ვალ გარდენაში კი მე-6 ჩემპიონობა მოიპოვა. მეორე ადგილზე კეტილ იანსრუდი გავიდა, მესამე ადგილი კი ავსტრიელმა მაქს ფრანცმა დაიკავა.