მსოფლიო ამბები

18 დეკ '17

ვალ დიზერში ლინდსი ვონმა და ანა ვაითმა გაიმარჯვეს

16-17 დეკემბერს ვალ დიზერში (საფრანგეთი) ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები ჩატარდა.

პირველ დღეს სანტ მორიციდან გადმოტანილი სუპერგიგანტი გაიმართა. ამერიკელმა, სუპერვარსკლავმა ლინდსი ვონმა ყველაზე სწრაფად ისრიალა და მეორე ადგილზე გასულ იტალიელ სოფია გოჯას +0.31 წმ. მოუგო, მესამე ადგილს ნორვეგიელი რენიდ მუვინკელი დასჯერდა.

სწრაფდაშვების ორივე ვარჯიში და შესაბამისად შეჯიბრებაც ცუდი ამინდის გამო გაუქმდა.

17 დეკემბერს, მეორე სუპერგიგანტის გამარჯვებული ავსტრიელი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, 2014 და 2015 წწ.-ს დიდი მსოფლიო თასების მფლობელი ანა ვაითი გახდა, მან ტრავმის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები: ლიხტენშტეინელმა ტინა ვაირატერმა და იტალიელმა სოფია გოჯამ დაიკავეს. ლინდსი ვონმა კი დასვენება არჩია, რადგან მას მტკივანი ფეხი ისევ აწუხებს.

ქალთა მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში ამერიკელი მიკაელა შიფრინი 521 ქულით ლიდერობს, გერმანელი ვიქტორია რებენსბურგ მეორე ადგილზეა 412 ქულით, ხოლო ტინა ვაირატერს 374 ქულა აქვს და მესამე მოზიციაზეა.

შემდეგი შეჯიბრებები კურშეველში (საფრანგეთი) ჩატარდება. გიგანტური სლალომი და პარალელური სლალომი 19-20 დეკემბერს გაიმართება.