მსოფლიო ამბები

12 დეკ '17

ვალ დიზერში გიგანტური სლალომი ალექსის პინტურომ და სლალომი მარსელ ჰირშერმა მოიგეს

9-10 დეკემბერს ვალ დიზერში (საფრანგეთი) ვაჟთა სამთო-სათხილამურო  მსოფლიო თასის ტექნიკური სახეობები ჩატარდა.

გიგანტური სლალომი ფრანგმა ალექსის პინტურომ მოიგო, მეორე ადგილზე გერმანელი სტეფან ლუიცი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა დაიკავა.

მეორე დღეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თოვდა, სლალომი მაინც ჩატარდა.  ჩემპიონი მარსელ ჰირშერი გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე ნორვეგიელი ჰენრიკ კირსტოფერსენი და შვედი ანდრე მირერი გავიდნენ. მარსელ ჰირშერი პირველი ცდის შემდეგ მერვე ადგილზე იყო, სტეფანო გროსი კი ლედერობდა, საბოლოოდ კი მეექვსე ადგილზე გავიდა.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები 15-16 დეკემბერს ვალ გარდენაში ჩატარდება.