ქართული ამბები

11 დეკ '17

ქართველი სამთო-მოთხილამურეები ევროპაში ასპარეზობას განაგრძობენ

8 დეკემბერს ავსტრიის კურორტ კუეტაიში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სლალომი გაიმართა. ალექსი ბენიაიძემ 22-ე ადგილი დაიკავა. იასონ აბრამაშვილი და სოსო ჯაფარიზე სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშნენ.

9-10 დეკემბერს კი ჰოჰცილერტალში ორი სლალომი ჩატარდა. იასონ აბრამაშვილმა 22-ე და მე-8 ადგილები დაიკავა, სოსო ჯაფარიძემ 29-ე ადგილზე გავიდა, მეორე დღეს კი სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა. ალექსი ბენიაძემაც ვერ დაასრულა საშეჯიბრო ტრასა და სამწუხაროდ წელი იტკინა. სწრაფად გამოჯანმრეთელებას ვუსურვებთ მას.