ქართული ამბები

11 დეკ '17

ნინო წიკლაური იტალიაში ასპარეზობს

საქართველოს ქალთა სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრი ნინო წიკლაური იტალიაში იმყოფება და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაში მონაწილეობს.

გასულ კვირას მან სანტა კატერინა ვალფურვაში გამართულ შეჯიბრებაში (გიგანტურ სლალომი) მე-8 ადგილი დაიკავა. შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 63 მოთხილამურე მონაწილეობდა.

9 დეკემბერს კურორტ პფელდერში გიგანტური სლალომი გაიმართა, ნინო მეექვსე ადგილზე გავიდა. შეჯიბრებაში 8 ქვეყნის 48 სამთო-მოთხილამურე გამოვიდა.