მსოფლიო ამბები

5 დეკ '17

ლეიქ ლუისში ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები ჩატარდა

1-3 დეკემბერს კანადაში - ლეიქ ლუისში ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის სწრაფი სახეობები ჩატარდა.

პირველ დღეს სწრაფდაშვება ავსტრიელმა კორნელია ჰუტერმა მოიგო, მასთან მხოლოდ +0.09 წმ. წააგო ლიხტენშტეინელმა ტინა ვაირატერმა და მეორე ადგილი დაიკავა, ამერიკელი მიკაელა შიფრინი მესამე ადგილს დასჯერდა. მიკაელასთვის სწრაფ სახეობებში ეს პირველი პოდიუმია.

მეორე დღეს მიკაელა შიფრინმა დაამტკიცა, რომ მესამე ადგილზე შემთხვევით არ გასულა და იგი მეორე სწრაფდაშვებაში ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა, მან მეორე ადგილზე გასულ გერმანელ ვიქტორია რებენსბურგს +0.13 წმ. მოუგო და თავის კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ამ სახეობაში. მესამე ადგილზე კი შვეიცარიელი მიშელ გისინი გავიდა.

სუპერგიგანტის გამარჯვებული ლიხტენშტეინელი ტინა ვარატერი გახდა, შვეიცარიელი ლარა გუთი მეორე ადგილზე გავიდა და მესამე ადგილი ავსტრიელმა ნიკოლე შმიდჰოფერმა დაიკავა.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები 8-10 დეკემბერს სანტ მორიცში გაიმართება.