ქართული ამბები

1 დეკ '17

ქართველმა სამთო-მოთხილამურეებმა ქულები გაიუმჯობესეს

29-30 ნოემბერს ავსტრიის კურორტ რაიტერალმში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis) ეგიდით მაღალრეიტინგიანი ორი გიგანტური სლალომი ჩატარდა, სადაც საქართველოს სამთო-მოთხალამურეთა ნაკრების წევრებმა იასპარეზეს.

პირველ დღეს იასონ აბრამაშვილი 34-ე, ალექსი ბენიაიძე მე-40 და  სოსო ჯაფარიძე 44-ე ადგილებზე გავიდნენ. ჩვენმა სპორტსმენებმა მეორე დღეს უფრო წარმატებით იასპარეზეს, იასონმა მე-19, ალექსიმ 25-ე და სოსომ 47-ე ადგილები დაიკავეს. იასონმა 37.84 ქულა და ალექსიმ 45.00  ქულა მოიპოვეს, ამ ქულებით მათ თავიანთი მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესეს.

შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 115 სპორტსმენი გამოვიდა.

ჩვენი სპორტსმენები ამავე კურორტზე 2 დეკემბერს სლალომში იასპარეზებენ.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!