ქართული ამბები

28 ნოე '17

ქართველი სამთო-მოთხილამურეები ავსტრიაში ასპარეზობენ

27-28 ნოემბერს ავსტრიის კურორტ პას თურნში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis) ეგიდით  ორი სლალომი გაიმართა, სადაც საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა: იასონ აბრამაშვილმა, ალექსი ბენიაიძემ და სოსო ჯაფარიძემ იასპარეზეს.

შეჯიბრებაზე 12 ქვეყნის 135 სპორტსმენი გამოვიდა, მათ შორის  მაღალრეიტინგიანი სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ.

პირველ დღეს ალექსი ბენიაიძემ 33-ე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ სოსო ჯაფარიძე პირველ ცდაში და იასონ აბრამაშვილი მეორე ცდაში გამოვარდნენ.

მეორე დღეს სოსო ჯაფარიძე 31- ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ იასონმა და ალეკომ მეორე ცდის ტრასის დამთავრება ვერ შეძლეს.

ჩვენს სპორტსმენებს შემდეგი შეჯიბრება რაიტერალმში (ავსტრია) 29-30 ნოემბერსა და 2 დეკემბერს ექნებათ.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!