მსოფლიო ამბები

27 ნოე '17

კილინგტონში გიგანტური სლალომი ვიქტორია რებენსბურგმა და სლალომი მიკაელა შიფრინმა მოიგეს

25-26 ნოემბერს ამერიკის კურორტ კილინგტონში ქალთა სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის ტექნიკური სახეობები ჩატარდა.

გიგანტური სლალომი გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა მოიგო, მეორე ადგილი ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა დაიკავა და იტალიელი მანუელა მოლგი მესამე ადგილს დასჯერდა.

მიკაელა შიფრინი უძლიერესი იყო სლალომში, მან სლოვაკ მეტოქეს - პეტრა ვლხოვას, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, +1.64 წმ. მოუგო და მესამე ადგილი ბერნადეტ შილდმა დაიკავა.

მიკაელა შიფრინმა თავის კარიერის განმავლობაში 26-ე სლალომი მოიგო.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები 1-3 დეკემბერს ლეიქ ლუისში ჩატარდება.