ქართული ამბები

17 ნოე '17

დიდველის სათხილამურო ტრასა FIS-ის დელეგატმა - კლაუს ვალდნერმა დაათვალიერა

12 ნოემბერს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტექნიკური დელეგატი - კლაუს ვალდნერი იმყოფებოდა.

კლაუს ვალდნერი ბაკურიანში 2018 წლის 16-17 თებერვალს დაგეგმილი FIS-ის ,,სქი ქროსის“ შეჯიბრების ტექნიკური დელეგატი იქნება.  

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ, ფრისტაელის კომიტეტის უფროსმა ლევან მეტრეველმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა მას დიდველის ტრასა დაათვალიერებინეს.

მათ ერთად იმსჯელეს წინა საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე. შეარჩიეს სტარტისა და ფინიშის ადგილმდებარეობა და ასევე გადაწყდა, რომ ერთი დღის ნაცვლად ,,სქი ქროსის“ შეჯიბრება ორ დღეს: 16 და 17 თებერვალს გაიმართება ქალთა და ვაჟთა შორის.