ქართული ამბები

13 ნოე '17

დავით თედიაშვილი ავსტრიაში ვარჯიშობს

საქართველოს სათხილემურო ფედერაციის პროგრამა ითვალისწინებს სათხილამურო დისციპლინების ეროვნული ნაკრები გუნდების მივლინებას ევროპაში მდებარე სპეციალურ სათხილამურო ბაზებზე 2017/2018 წლის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად. ასევე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად და საკვალიფიკაციო (მსოფლიო რეიტინგის) ქულების დასაგროვებლად.

საშემოდგომო სავარჯიშო შეკრების ფარგლებში სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში საქართველოს ნაკრების წევრი დავით თედიაშვილი წვრთნებს გაივლის ა.წ. 7 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ავსტრიაში პიტცტალის მყინვარზე მდებარე სათხილამურო ბაზაზე.

აღნიშნულ შეკრებაზე სპორტსმენი გაივლის სპეციალურ მომზადების კურსს, რაც მას საშუალებას მისცემს აიმაღლოს ტექნიკური დონე და გააუმჯობესოს პირადი რეიტინგი.

შეკრების ფარგლებში დავით თედიაშვილი მონაწილეობას მიიღებს FIშ-ის ეგიდით დაგეგმილ ავსტრიის ეროვნული თასის ტურნირში (სკი კროსი), რომელიც ტარდება 25 ნოემბერს ავსტრიის სათხილამურო კურორტ პიტცტალში.

აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობა სპორტსმენს შესაძლებლობას მისცემს გაიუმჯობესოს საკვალიფიკაციო (მსოფლიო რეიტინგის) ქულები. 

წარმატებას ვუსურვებთ მას!