ქართული ამბები

7 ნოე '17

თბილისში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) წარმომადგენლებმა ორდღიანი სემინარი ჩაატარეს თემაზე თხილამურებზე სრიალის სწავლებისა და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა

6 და 7 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში“ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ და საქართველოს სათხილამრო ფედერაციამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხარდაჭერით ჩაატარა სემინარი თემაზე:  თხილამურებზე სრიალის სწავლებისა და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) კონსულტანტი იოზეფ ცენჰაუზერნმა განიხილა საქართველოში არსებული მდგომარეობა თხილამურებზე სრიალის სწავლებისა და მწვრთნელების მომზადების კუთხით.

შვეიცარიის სათხილამურო სპორტის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა არსენ პაჟმა მონაწილეებს  სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორების საერთაშორისო ასოციაციის (ISIA) სტანდარტები და თხილამურებზე სრიალის პროფესიონალ მასწავლებლად ჩამოყალიბების კრიტერიუმები გააცნო (სტანდარტები, ტესტები და გამოცდები, ოფიციალური აღიარება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და ა.შ.).

სემინარს დაესწრნენ: მთის კურორტების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ასოციაციის წარმომადგენლები.