ქართული ამბები

19 ოქტ '17

საქართველოს სნოუბორდის იუნიორთა ნაკრების წევრი ლუკა რურუა ჰოლანდიაში ვარჯიშობს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis) მხარდაჭერის და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განვითარებადი ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებიდან ყოველწლიურად მოზარდ მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს (1997-2001 წლებში დაბადებული სპორტსმენები) იწვევენ, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროგრამით ორგანიზებულ სავარჯიშო შეკრებებში.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (fis) მხარდაჭერის და ხელშეწყობის 2017 წლის საწვრთნელი პროგრამისთვის საქართველოდან შეარჩია სნოუბორდის ახალგაზდრული ეროვნული ნაკრების წევრი ლუკა რურუა და მწვრთნელი ჯაბა სხვედიანი, რომლებიც მიწვეულნი არიან სავარჯიშო შეკრებაზე ჰოლანდიის კურორტ ლანდგრააფში 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით.

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ მათ!