ქართული ამბები

18 ოქტ '17

ეკატერინე გოცირიძე და ბესარიონ ჯაფარიძე FIS-ის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე იმყოფებიან

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis) მხარდაჭერის და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განვითარებადი ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებიდან ყოველწლიურად მოზარდ მოთხილამურეებს (1997-2001 წლებში დაბადებული სპორტსმენები) იწვევენ, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროგრამით ორგანიზებულ სავარჯიშო შეკრებებში.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis) მხარდაჭერის და ხელშეწყობის 2017 წლის საწვრთნელი პროგრამისთვის საქართველოდან შეირჩა სამთო-მოთხილამურეთა ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების ორი წევრი: ეკატერინე გოცირიძე და ბესარიონ ჯაფარიძე, რომლებიც მიწვეულნი არიან შეკრებაზე ავსტრიის კურორტ ჰინტერტუქსში 2017 წლის 15 ოქტობრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით.

ჩვენი სპორტსმენების საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დახმარების პროგრამაში მონაწილეობა ძალიან მნიშველოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს მათს ინტეგრაციას საერთაშორისო სათხილამურო სამყაროში და აღნიშნულ პროგრამაში ჩართული  მაღალი რანგის უცხოელი მწვრთნელების მხრიდან ცოდნის გაზიარებას ქართველი სამთო-მოთხილამურეებისთვის.

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ მათ!