მსოფლიო ამბები

17 ოქტ '17

ციურიხში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეკრება გაიმართა

ყოველი სეზონის დასაწყისში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია საშემოდგომო შეკრებას აწყობს. წინა კვირას ციურიხში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მორიგი შეკრება გამართა. ნაციონალურმა სათხილამურო ასოციაციებმა, მსოფლიო თასის გათამაშების ორგანიზატორებმა და FIS-ის ოფიციალურმა პირებმა წლის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს.

საშეჯიბრო კომიტეტმა კენჭი უყარა საკითხს, თუ სად ჩატარდება 2021 წლის ფინალური მსოფლიო თასის ეტაპები სამთო-სათხილამურო სპორტში. ორი კანდიდატი იყო წარდგენილი: ბულგარეთის კურორტი - ბანსკო და შვეიცარიის კურორტი - ლენცეჰაიდე. FIS-ის საშეჯიბრო ტრასის დირექტორებმა ორივე კურორტი შეამოწმეს. ფინალური ეტაპების ჩასატარებლად ბანსკოც და ლენცეჰაიდეც ძალიან კარგადაა მომზადებული. კენჭისყრით გადაწყდა, რომ 2021 წლის მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპებს შვეიცარია - ლენცეჰაიდე უმასპინძლებს.

ზოლდენში ვაჟი სამთო-მოთხილამურეები გიგანტური სლალომის ახალრადიუსიანი თხილამურით იასპარეზებენ. ვაჟების მწვრთნელთა ჯგუფი შეთანმხდა იმაზე, რომ შეჯიბრების წინ ხუთი დღით ადრე გადაწყდება თუ ვინ იქნება საშეჯიბრო ტრასის დამყენებელი. ეს ახალი წესი უფრო საინტერესო იქნება, რადგან წინასწარ არავის ეცოდინება საშეჯიბრო ტრასის ავტორი და შესაბამისად მწვრთნელებიც თავიანთ სპორტსმენებს გარკვეული ფერდობებისთვის სპეციალურად ვეღარ მოამზადებენ.

ქალთა შორის კი საშეჯიბრო ტრასის წესები ისევ ისეთი დარჩება. წლის დასაწყისში იქნება ცნობილი თუ რომელ ფერდობზე, რომელი მწვრთნელი დააყენებს საშეჯიბრო ჯოხებს.

დიდი ინტერესი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ 2018 წელს ლეიქ ლუისში (კანადა) ლინდსი ვონის ვაჟთა შეჯიბრებაზე გამოსვლის წინადადება წამოაყენა. გადაწყდა, რომ ამ თემაზე შემდეგ შეკრებაზე მაისში იმსჯელებენ.

2017/19 წლის სეზონის კალენდარიც იქნა წარმოდგენილი. წელს სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშებას 32 კურორტი უმასპინძლებს, სულ 79 შეჯიბრება ჩატარდება და ფინალური ეტაპები შვედეთის კურორტ არეში გაიმართება, სადაც ტესტი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრასებს ჩაუტარდება. ასევე ოსლოში ჰოლმენკოლენის არენაზე სამოქალაქო შეჯიბრება ჩატარდება, კურშეველში პარაელური სლალომი გაიმართება,  გარმიშ-პარტერკირხენში კი ორცდიანი სწრაფდაშვება პირველად ჩატარდება.

წლის ყველაზე მნიშვენლოვანი შეჯიბრება 2018 წლის პიონგჩანგის ოლიმპიური თამაშებია. ბოლო დათვალიერებით ორივე კურორტი: იონგპიონგი და იონგსიონი მზადაა  ტექნიკური და სწრაფი სახეობების შეჯიბრებები ჩაატაროს.

სამთო-სათხიალმურო საბჭო ნოემბერში ისევ შეიკრიბება, სადაც ეს საკითხები საბოლოოდ გადაწყდება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.