ქართული ამბები

10 ოქტ '17

ყოფილი სამთო-მოთხილამურე მარიამ ჭკადუა საქართველოს თავდაცვის აკადემიის წევრი გახდა

ქართველმა ყოფილმა სამთო-მოთხილამურემ მარიამ ჭკადუამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. მარიამმა ათწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი 4 წლის შემდეგ ბაკალავრის ხარისხს მიიღებს და ლეიტენანტი გახდება, ამის შემდეგ კი სამხედო სამსახურში 6 წელი იმუშავებს და ამ დროის განმავლობაში წოდებასაც აიმაღლებს.

მარიამი მესტიაში გაიზარდა, თხილამურებით ბავშვობიდან სრიალებდა. საქართველოს თასის გათამაშებაში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას. მარიამ ჭკადუა საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია.

გვიხარია, რომ ჩვენმა სპორტსმენმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ვუსურვებთ ცხოვრების ახალი ეტაპის წარმატებით გაგრძელებას!