მსოფლიო ამბები

2 ოქტ '17

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეკრება გაიმართება ციურიხში

ყოველი სეზონის დასაწყისში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია საშემოდგომო შეკრებას აწყობს. 3-5 ოქტომბერს ციურიხში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია მორიგ შეკრებას გამართავს. ნაციონალური სათხილამურო ასოციაციები, მსოფლიო თასის გათამაშების ორგანიზატორები და FIS-ის ოფიციალური პირები წლის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ტექნიკური კომიტეტების შეხვედრაში უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს სათხილამურო ფედერაციაც იღებს მონაწილეობას. ოლიმპიადასთან დაკავშირებით წესებსა და რეგულირებაში დიდი ცვლილება არ იქნება. 2017/18 წლის სეზონისთვისთვის ვაჟთა გიგანტური სლალომის თხილამურის რადიუსი 35 მ.-ს ნაცვლად 30 მ. იქნება. FIS-მა 2016 წლის კონგრესზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მომავალი წლიდან კი უკვე ეს წესი ამოქმედდება.

ამერიკის სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია ლეიქ ლუისში (კანადა) ლინდსი ვონის ვაჟთა შეჯიბრებაზე გამოსვლის წინადადებას წამოაყენებს. კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამასთან დაკავშირებით FIS-ის ოფიციალური პირები იმსჯელებენ.

მსჯელობა  შეეხება სამოქალაქო შეჯიბრებასთან დაკავშირებულ წესებსაც.

შეხვედრის მთავარი თემა ზამთრის 2018 წლის პიონგჩანგის ოლიმპიური თამაშები იქნება. საშეჯიბრო ტრასების საბოლოო დათვალიერება სექტემბრის დასაწყისში გაიმართა. ტექნიკური სახეობები იონგპიონგში და სწრაფი სახეობები იონგსიონში ჩატარდება.

ასევე ციურიხში გადაწყდება 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ფინალური ეტაპები ბანსკოში (ბულგარეთი) ჩატარდება თუ ლენცეჰაიდში (შვეიცარია).

მოამზადა სოფო ახმეტელმა.