ქართული ამბები

19 Sep '17

საქართველოს ტრამპლინიდან ხტომის ნაკრების წევრები რუმინეთში იმყოფებიან

2017 წლის 15 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე ქართველი ტრამპლინიდან მხტომელები და მწვრთნელები (4 სპორტსმენი - არტურ სარკისიანი, გიორგი შუბითიძე, ალან გობოზოვი, ესმერალდა გობოზოვა და 2 მწვრთნელი - იბრაგიმ გობოზოვი, სიმონ ხაჩატურიანი) მიწვეულნი არიან  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით დაგეგმილ ტრამპლინიდან მხტომელთა საზაფხულო საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც ტარდება რუმინეთის კურორტ რასნოვში.

რასნოვში ტრამპლინიდან მხტომელთა საზაფხულო საწვრთნელ შეკრებას, რომელიც ორგანიზებულია სათხილამურო ფედერაციის მიერ,  დამატებით შეუერთდნენ საქართველოს ტრამპლინიდან მხტომელთა გუნდის სპორტსმენები: - სერგეი ახაბაძე, ვაჟა კოზანაშვილი და მათი მწვრთნელები: გელა სოტიშვილი და გიორგი დიაკონაშვილი.

სპორტსმენები მოემზადებიან ა.წ. 20-24 სექტემბერს რასნოვში დაგეგმილ FIS-ის საერთაშორისო ტურნირებში - „კარპატების თასი“ (20/09), FIS-ის თასი (21-22.09)  და FIS-ის კონტინენტალური თასი (23-24/09) - მონაწილეობის მისაღებად.  FIS-ის ტურნირებზე იასპარეზებს ოთხი სპორტსმენი.

აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობა მნიშვნელობანია 2017/2018 წლის ზამთრის სეზონისთვის სარეიტინგო ქულების მოსაპოვებლად.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ!