მსოფლიო ამბები

14 Sep '17

ვერონიკა ველეც ზუზულოვამ მუხლის ტრავმა მიიღო

ცნობილმა სლოვაკმა სამთო-მოთხილამურემ არგენტინაში (უშუაიაში) ვარჯიშისას მარჯვენა მუხლი სერიოზულად დაიზიანა. ჯერჯერობით დიაგნოზი დაუზუსტებელია.

სლოვაკეთის გუნდის მენეჯერმა რობერტ მაგატმა თქვა: -,,ჯერჯერობით დიაგნოზი დაუზუსტებელია. დროის გასვლაა საჭირო. ევროპაში ახალ გამოკვლევას გავუკეთებთ და პასუხი როგორც კი გვეცოდინება, მოგახსენებთ.“

ვერონიკა ავსტრიაში დაბრუნდა, სადაც დამატებით გამოკვლევას გაიკეთებს. არ არის ცნობილი იასპარეზებს თუ არა იგი ოლიმპიადაზე.

ვერონიკა ველეც ზუზულოვამ იგივე ტრავმა მიიღო 2013 წლის სეზონის დასაწყისში. თხილამურებს ოპერაციის გარეშე კი დაუბრუნდა, მაგრამ ასპარეზობა ვერ შეძლო და 2014 წლის ოლიმპიადაზეც ვერ გამოვიდა. ვერონიკამ თავისი კარიერის განმავლობაში სამ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, მაგრამ ოქროს მედალი ვერასდროს მოიპოვა. 33 წლის სლალომისტმა ვერონიკა ველეც ზუზულოვამ გასულ სეზონზე ხუთჯერ მოახერხა პიედესტალზე ასვლა, აქედან ერთი გამარჯვება იყო (ზაგრები, ხორვატია), ხოლო თავის კარიერის განმავლობაში 30-ჯერ  შევიდა საუკეთესოთა სამეულში.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.