ქართული ამბები

15 Aug '17

ქართველი სამთო-მოთხილამურეები შვეიცარიაში ვარჯიშობენ

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და სოსო ჯაფარიძე შვეიცარიის ცნობილ კურორტზე (მყინვარზე) - სასფეში იმყოფებიან და ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან.

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების მწვრთნელად  ავსტრიელი - ვალტერ ჰუბმანი დაინიშნა. ვალტერ ჰუბმანი მრავალი ცნობილი სპორტსმენის (ჰერმან მაიერი, შტეფან ებერჰარტერი, ჰანს კნაუსი, შიფერერი, შტრობლი) მწვრთნელი იყო. შვეიცარიაში ქართველი მოთხილამურეები თვის ბოლომდე დარჩებიან.

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ მათ!

 

 

ვალტერ ჰუბმანი

 

განათლება: ინსბრუკის ფიზიკური განათლების კოლეჯი, კვალიფიციური მწვრთნელი და სათხილამურო ინსტრუქტორი (ავსტრიის უმაღლესი დიპლომების მფლობელი).

 

სამთო-სათხილამურო სპორტის მწვრთნელის კარიერა:

1984-1985 წწ. ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

1985-1989 წწ. დიდი ბრიტანეთის ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

1989-1992 წწ. ავსტრიის ევროპის თასის ვაჟთა ნაკრების მწვრთნელი. (ამ პერიოდში  მისი მოწაფეები იყვენენ გამოჩენილი სპორტსმენები: ჰანეს ტრინკლი, ფრიც შტრობლი და ჰანს კნაუსი.)

1992-1997 ავსტრიის ქალთა სწრაფი სახეობების მთავარი მწვრთნელი (მან ძალიან წარმატებული წლები გაატარა ისეთ გამოჩენილ სპორტსმენებთან, როგორებიც იყვნენ: რენატე გოეჩელი, ალექსანდრე მაისნიცერი, ანიტა ვაჩტერი. ამ სპორტსმენებმა მოიპოვეს დიდი მსოფლიო თასები, ასევე ისინი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.)

1997-1998 წწ. FIS-ის კოორდინატორი ევროპის თასის გათამაშების ეტაპებზე.

1998-2002  FIS  პატარა ქვეყნებში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარება.

2001-2007 ავსტრიის ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. (მან ძალიან წარმატებულად იმუშავა და დიდ წარმატებებს მიაღწია გამოჩენილ სპორტსმენებთან: ჰერმან მაიერთნ, შტეფან ებერჰარტერთან, ჰანს კნაუსთან, შიფერერთან, შტრობლთან ერთად. ამ სპორტსმენებმა მოიპოვეს დიდი მსოფლიო თასები, ასევე ისინი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.)

2007-2011 ხორვატიის ვაჟთა ნაკრების მწვრთნელი. (მან ამ წლებში ასევე ძალიან წარმატებულად იმუშავა ივიცა კოსტელიჩთან და ზრნიჩთან. მათ მოიპოვეს მრავალი მსოფლიო თასის პოდიუმი, ივიცა კოსტელიჩმა 2011 წლის მსოფლიო თასი მოიგო). ვალტერმა ანტე კოსტელიჩთან მუშაობისას დიდი გამოცდილება დააგროვა ტექნიკურ და ტაქტიკური მხარეების მხრივ.

2012-2013 წწ. ბულგარეთის ქალთა და ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

2014-2015 წწ. ხორვატიის ვაჟთა ნაკრების მწვრთნელი. ხორვატიის მწვრთნელთა კონსულტანტი.

2015-2016 წწ. უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი. მწვრთნელთა კონსულტანტი.