მსოფლიო ამბები

20 Jul '17

ინტერვიუ ფრიდა ჰანსდოთერთან

შვედეთის სამთო-სათხილამურო სლალომის გუნდი ყოველთვის კარგი შედეგებით გამოირჩეოდა. ფრიდა ჰანსდოთერი ამჟამინდელი სუპერ ვარსკვლავია. მან 2016 წლის სლალომის გლუბუსი მოიპოვა, ამის გარდა ფრიდამ თავის კარიერის განმავლობაში 26-ჯერ მოახერხა პედიესტალზე ასვლა და მსოფლიო ჩემპიონატის სამი მედლის მფლობელი გახდა. გთავაზობთ ინტერვიუს მომხიბვლელ და მხიარულ სამთო-მოთხილამურესთან.

ფრიდა, გასული 1016/17 წლის სეზონით კმაყოფილი ხართ?

ჩემი შედეგებით კმაყოფილი, ბედნიერი და ამაყი ვარ, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის მედლით, რომელიც ჩემს კარიერაში უკვე მესამეა.  

სეზონის დასაწყისი შესანიშნავი გქონდათ. იანვარში თქვენს კარიერაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვეთ, როდესაც ფლახაუში სლალომის ეტაპი მოიგეთ. გთხოვთ გაიხსენოთ ის დღე?!

ფლახაუს ტრასა ფავორიტია ჩემთვის.  შეჯიბრება საღამოს, იქაური ატმოსფერო ძალიან სამხიარულოა. დილიდან კარგ ხასიათზე ვიყავი და ვიცოდი, რომ კარგი დღე იქნებოდა. მარიბორის პოდიუმის შემდეგ თავდაჯერებულობა დამიბრუნდა, მინდოდა მეჩვენებინა რამდენად სწრაფი შემეძლო ვყოფილიყავი და  ეს შევძელი. J ჩემი პირველი ცდა იყო წარმოუდგენლად კარგი, სრიალით ძალიან ნასიამოვნები ვარ.

მიკაელა შიფრინი, როდესაც კარგ ფორმაშია, სლალომში დაუმარცხებელია ხოლმე. თქვენ ხართ, რომელმაც მისი დამარცხება რამდენიმეჯერ შეძელით. თქვენთვის მასთან შეჯიბრება მოტივაციაა თუ ხელის შემშლელი?

მიკაელა წარმოუდგენლად კარგი სპორტსმენია, ის იმდენად ნიჭიერია, რომ როდესაც ასპარეზობს, მისი დამარცხება შეუძლებელია ხოლმე. ეს შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორია, მაგრამ ამასთანავე ძალიან დიდი მოტივაციაცაა. არის  ისეთი ცდები და ტრასის მონაკვეთები, როდესაც უფრო სწრაფი  ვარ ხოლმე. ვფიქრობ, რომ მისი სრიალის მაღალი დონე და სისწრაფე შეთავსებულია ერთმანეთთან, ამიტომაცაა მიკაელა ასეთი კარგი.

როდესაც 2016 წლის სლალომის თასი მოიპოვეთ თქვენ თქვით, რომ ოცნება აგისრულდათ. გაქვთ სხვა კონკეტული მიზანი, რომლის მიღწევა ძალიან გნებავთ?

 

ჩემი კარიერით ძალიან ბედნიერი ვარ. ვაკეთებ იმას რაც მიყვარს, მსოფლიო თასის ტურს ჩემთვის დიდი სიხარული მოაქვს. მომავალ სეზონზე ოლიმპიადაა ყველაზე დიდი მიზანი. მაგარი იქნება, რომ ჩემს მსოფლიო ჩემპიონატების მედლებს, ოლიმპიური მედალიც შევმატო.  

 

გუნდური შეჯიბრება 2018 წლის პიონგჩანგის ოლიმპიადაზე პირველად ჩატარდება. სტატისტიკის მიხედვით შვედეთის ნაკრებს კარგი შანსი აქვს, რომ მედალი მოიპოვოს. 13 ჩატარებული შეჯიბრებიდან, შვედეთის ნაკრები 10-ჯერ შევიდა საუკეთესოთა სამეულში.

ვფიქრობ, რომ გუნდური შეჯიბრება ძალიან საინტერესო და სამხიარულოა. როგორც აღნიშნეთ, შვედეთის ნაკრები ძლიერია. აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების დიდი შანსი გვაქვს. გუნდური შეჯიბრებისთვის ისევე მოვემზადები, როგორც სხვა სახეობებისთვის ვემზადები.

შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი თქვენს სამშობლოში - არეში გაიმართება. ეს ის ადგილია, სადაც თქვენ პედიესტალზე სამჯერ ახვედით და მსოფლიო თასის ეტაპზე 2007 წელს პირველად იასპარეზეთ. რას ნიშნავს თქვენთვის არეში დაბრუნება?

არეში კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ფანტასტიურია. განსაკუთრებული შეგრძნებაა საკუთარ მიწაზე ასპარეზობა.

როგორ მიმდინარეობს ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდი? თოვლზე დაბრუნება აუცილებელია ამჟამად, თუ დასვენებას გეგმავთ მანამ სანამ ზამთრის რეჟიმში გადახვალთ?

ზაფხულში კარგად ვერთობი. სახლში ბევრს ვვარჯიშობ. შვედეთში რახან სავარჯიშო ადგილი არ გვაქვს, ზაფხულის პერიოდში 2 ან 3 შეკრებას ვგეგმავთ ხოლმე. როდესაც წლის განმავლობაში 200 დღე ვმოგზაურობთ, ზაფხულის პერიოდში სახლში ყოვნა კარგია. ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ვცხოვრობ, ზაფხულის პერიოდში ჩვენ ერთად ვსაქმიანობთ სახლში და ბაღში, ესაა ჩემი დასვენება. რა თქმა უნდა მზეც მჭირდება და ამჟამად ესპანეთში ვგეგმავ დასვენებას.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.