მსოფლიო ამბები

5 Jul '17

სამთო-მოთხილამურეები მომავალი სეზონისთვის ემზადებიან

ზაფხულში სამთო-მოთხილამურეები ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. ისინი ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას ყოველდღიურად ცდილობენ. მათ წინ გრძელი და რთული ზამთარი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია ზაფხულში სწორად მომზადება, რომ სპორტსმენმა მთელი ზამთრის განმავლობაში კარგ ფორმაში ყოფნა შეინარჩუნოს.

გარდა მრავალი ფიზიკური აქტივობისა, სამთო-მოთხილამურეები სხვადასხვა სპორტითაც არიან დაკავებულნი.

ამჟამად ავსტრიის ქალთა ნაკრები საცურაო აუზში ვარჯიშობს, ნორვეგიის ვაჟთა ნაკრები ჰოკეითია დაკავებული, იტალიელი გოგონები მძლეოსნობის ვარჯიშებს აკეთებენ, ფრანგი ვაჟები ბოქსით არიან დაკავებულნი, ხოლო შვეიცარიელი სამთო-მოთხილამურეები კი სერფინგით, ამერიკის სწრაფი სახეობების სპეციალისტები ციგურებით ვარჯიშობენ, გერმანელები კი მთაში ველოსიპედებით დადიან, კანადელები ნავებით ვარჯიშს ამჯობინებენ, შვედი გოგონები დარბაზში აერობიკით ემზადებიან.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.