ქართული ამბები

15 May '17

ქართველი მოთხილამურეები ავსტრიაში გაემგზავრნენ

14 მაისს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე, მათი  მწვრთნელები: ვახტანგ თედიაშვილი, ირაკლი ნასყიდაშვილი და საქართველოს ფრისტაელის ნაკრების წევრი: დავით თედიაშვილი ავსტრიაში გაემგზავრნენ.

ქართველი მოთხილამურეები ჰინტერტუქსის მყინვარზე 4 ივნისამდე ივარჯიშებენ.

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ მათ!