ქართული ამბები

10 May '17

SES–ის გენერალური ასამბლეა დუბლინში

ირლანდიის სათხილამურო ფედერაციამ 2017 წლის 28–30 აპრილს  დუბლინში უმასპინძლა პატარა განვითარებადი სათხილამურო ერების (SES) ასამბლეას.

ასამბლეას ესწრებოდნენ პრეზიდენტები და გენერალური მდივნები SES–ის 17 წევრი ქვეყნიდან: ალბანეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, კვიპროსი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, ლიბანი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მაროკო, მონტენეგრო, მონაკო, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სან მარინო და სამხრეთ აფრიკა. გულთბილად მიესალმნენ  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს ქალბატონ სარა ლუისს, რომელიც ასევე ესწრებოდა ასამბლეას.

28 აპრილს, პარასკევს, გაიმართა მიღება ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან შესახვედრად. დამსწრეთა შორის იყვნენ წარმომადგენლები ირლანდიის სპორტის სამთავრობო სააგენტოდან პოლ მაკდერმოტი და ირლანდიური ოლიმპიური კომიტეტიდან რობ ჯონსონი.

შაბათს, 29 აპრილს, შედგა SES–ის ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სხდომა, სადაც არჩეული იქნა ახალი კომიტეტი. ახლად არჩეული აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან: პრეზიდენტი მილან ბოზიჩი (სერბეთი), ვიცე პრეზიდენტი პედრო ფარომბა (პორტუგალია), გენერალური მდივანი შეინ ოკონორი (ირლანდია), ფრედი კაირუზი (ლიბანი) და იურიდიული საკითხების სპეციალისტი ელენა დოიცინოვიჩი (ბოსნია ჰერცოგოვინა).

SES–ის შეხვედრის მოწვეული სპიკერი გახლდათ დევიდ ქერიგი, მსოფლიო რაგბის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი. იგი გაესაუბრა წევრებს და წარუდგინა მათ პროგრამა სპორტის განვითარებისთვის „ჩაერთე რაგბიში“, სადაც ნაჩვენები იყო რამოდენიმე თანხვედრა მსოფლიო რაგბსა და სათხილამურო საერთაშორისო ფედერაციის აქტივობებს შორის.

კომიტეტის ყოფილი წევრები: პრეზიდენტი პოლ მიქაელიდესი, ვიცე პრეზიდენტი დენ მიჰოქი და გენერალური მდივანი კენ ჰიქსი აირჩიეს SES–ის საპატიო წევრებად ირლანდიურ სამეფო იახტ-კლუბლში მოწყობილ ვახშამზე.

კვირა დილით მოეწყო ტური გინესის საცავში, ხოლო შუადღეს რამდენიმე დელეგატმა მოინახულა ხელოვნური (მშრალი) სათხილამურო ტრასა, რომელსაც მართავს ირლანდიის სათხილამურო კლუბი.