მსოფლიო ამბები

10 May '17

ინტერვიუ მიხაელ მატთან

ახალგაზრდა ავსტრიელი მიხაელ მატი არამარტო ლეგენდარული მარიო მატის ძმაა, არამედ იგი საუკეთესო სლალომის სპეციალისტად ჩამოყალიბდა.

თქვენ წარმატებული სეზონი გქონდათ, სლალომის სახეობის საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავეთ. წელს საუკეთესოთა სამეულში ორჯერ შეხვედით (ლევი და ასპენი) და  კრანსკა გორაში გაიმარჯვეთ. უფრო მეტს ელოდით თუ შედეგებით კმაყოფილი ხართ?

სანამ შეჯიბრებები დაიწყებოდა, ვარჯიშების დროს ვგრძნობდი, რომ მაღალ დონეზე ვსრიალებდი, მაგრამ პირველივე შეჯიბრებაზე სამეულში მოხვედრა ნამდვილად სიურპრიზი იყო. ამის შემდეგ მივხდვი, რომ ფოკუსირება მხოლოდ სწრაფ სრიალზე უნდა გამეკეთებინა და კრანსკა გორაში ეს შევძელი. მსოფლიო თასის ეტაპის მოგება ჩემთვის დაუჯერებელი იყო.

პირველი მსოფლიო თასის ეტაპის მოგება საოცრებაა, მოგვიყევი იმ დღის შთაბეჭდილებების შესახებ

ისეთ თოვლზე, როგორიც იმ დღეს იყო კრანსკა გორაში, ვიცოდი, რომ სწრაფი სრიალს შევძლებდი, მაგრამ მსოფლიო თასის ეტაპის მოგებამ მთელი ჩემი ენერგია წაიღო. იმ დღეს თავს კარგად ვგრძნობდი. ფინიშიზე ვიდექი, მეორე ცდა მიმდინარეობდა, სტეფანო გროსს ვუყურები და ვხვდებოდი, რომ შეჯიბრებას ვიგებდი. პოდიუმის უმაღლეს ადგილზე დგომა ისეთი საოცრებაა, რომ სამი დღის განმავლობაში  ღიმილი ვერ მოვიშორე.

გასულ ზამთარს წარმატებების გარდა, იანვარში რთული პერიოდიც გქონდათ, როდესაც კვალიფიკაციის გავლა გაგიჭირდათ. რითი ხსნით ამ ,,ჩავარდნას“?

მართალია. ლევისა და ვალ დიზერის შემდეგ, ნელა აღარ ვსრიალებდი. იანვარშისლალომის  ბევრი შეჯიბრი იყო რთულ, დახრილ ფერდობებზე. რაც უფრო გრძელი იყო ტრასა და თოვლიც კარგი, სწრაფად ვსრიალებდი. კიცბუელის შემდეგ გავცივდი, არ გამიმართლა, რადგან იმ დღეებში ორი სლალომი ჩატარდა და ჩემთვის იქ წარმატებულად ასპარეზობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიცბუელის შემდეგ შეჯიბრებების,  ვარჯიშების ვიდეოებს ვუყურებდით და თხილამურის მოდელის შეცვლა გადავწყვიტეთ. შლადმინგში, მეორე ცდაზე ასპარეზობისას მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი ცდის შემდეგ თქვენ მესამე ადგილზე იყავით, მაგრამ საბოლოოდ ეს ადგილი ვერ შეინარჩუნეთ, იმედი გაგიცრუვდათ თუ როგორც ერთ-ერთი გაკვეთილი ისე მიიღეთ?

მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ბევრი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ იქ კარგად მეასპარეზა და ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც რეალურად შემეძლო მედლის მოპოვება.

მომავალ წელს რა არის თქვენი მიზანი? 2017/18 წ. ოლიმპიური წელია, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს შეჯიბრება?

სეზონის პირველი შეჯიბრება, განსაკუთრებით სლალომის სახეობა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ოლიმპიური თუ ჩვეულებრივი მსოფლიო თასის წელია. თითოეულ შეჯიბრებაზე ფოკუსირება ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ჩემი დიდი მიზანია ოლიმპიური მედლის მოპოვება. ოლიმპიადაზე ყველა რისკავს უფრო, ვიდრე მსოფლიო თასის ეტაპებზე. აუცილებელია, რომ ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც მომზადებული იყო.

ავსტრიის ტექნიკური ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესია. რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად ვარჯიში?

სამი წლის წინ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩემს ძმასთან, რაინფრედ ჰერბსტთან და ბენი რაიხთან ერთად მოგვიწია ვარჯიში. ყოველ ვარჯიშზე მათგან ბევრს ვსწავლობდით. ამის გამოა, რომ ჩვენ მათსავით კარგი საფუძველი გვაქვს. ჩვენ ყველანი პოდიუმისთვის ვიბრძვით და ეს სრიალის გაუმჯობესებისთვის ძალიან კარგია.

თქვენი ძმა - მარიო მატი ერთ-ერთი საუკეთესო სლალომისტია. მისი გამოცდილება გეხმარებათ?

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა წარმატებული სამთო-მოთხილამურე ძმა გყავს. ის მიმითითებს, თუ რაიმე შეცდომა მაქვს და ვცდილობ გამოვასწორო. ასევე მეც ძალიან ყურადღებით ვარ, რომ სხვაზე დამოკიდებული არ ვიყო და შეცდომებს  ვგრძნობდე.  დიდი პასუხისმგებლობა, წარმატებული დედმამისშვილის ყოლა, ადამიანები გადარებენ მას,  შენც გინდა  მისნაირი წარმატებული იყო. გასული სეზონი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან მსოფლიო თასის ადგილი დავიმკვიდრე.

მოამზადა სოფო ახმეტელმა