მსოფლიო ამბები

26 Apr '17

ლენა სმიტმა კარიერა დაასრულა

ამერიკის ქალთა სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრმა - ლენა სმიტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ლენა სმიტი სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებზე 10 წელი ასპარეზობდა. მან თავისი კარიერის განმავლობაში საუკეთესოთა სამეულში ორჯერ მოახერხა შესვლა. (სწრაფდაშვება, კორტინა დამპეცო 2013 - მესამე ადგილი და სწრაფდაშვება - ვალ დიზერი 2012 - მეორე ადგილი.)

ლენა სმიტსაც, ისევე როგორც ყველა სხვა მოთხილამურეს, კარიერის განმავლობაში ტრავმები აწუხებდა. მან 2014/15 და 2015/16 წლის სეზონები გამოტოვა, მიუხედავად ამისა, ლენას თავისი სათხილამურო კარიერა კარგად ახსენდება.

ლენამ თქვა: -,,ჩემს კარიერასთან   შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, განსაკუთრებით ოლიმპიადას გამოვყოფდი. ოლიმპიადაზე მოხვედრა ყველა სპორტსმენის ოცნებაა. მედლისთვის არ ვიბრძოდი, მაგრამ იქ ყოფნა მსოფლიოს ასობით სხვა სპორტსმენთან ერთად და ამერიკის სახელით ასპარეზობა საოცარი იყო.“

ლენა სმიტი ახლა მწვრთნელობას აპირებს. ლენა ამერიკის სწრაფი სახეობების ნაკრებთან ერთად მაისის შეკრებაზე გაემგზავრება. მასთან ერთად იქნებიან  ყოფილი მოთხილამურე  მარკო სულივანი და მოქმედი სპორტსმენი ბრის ბენეტი

 

მოამზადა სოფო ახმეტელმა.