მსოფლიო ამბები

25 Apr '17

ფაბიენ სუთერმა კარიერა დაასრულა

32 წლის სწრაფი სახეობების სპეციალისტი, შვეიცარიელი ფაბიენ სუთერი სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებზე 15 წელი ასპარეზობდა, ახლა კი მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

სუთერმა განაცხადა: -,,ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ რაღაც ახალი უნდა დაიწყო. მსოფლიო თასის ტურში 15 წელი ყოფნა, რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი, მაგრამ ეს წლები ყოველთვის ძალიან კარგად გამახსენდება. ჩემი ცხოვრების ამ პერიოდში ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი. ყველაზე დიდ მიღწევად კი 2015/16 წლის სწრაფდაშვების ჩათვლაში მეორე ადგილის მოპოვებას ვთვლი.“

ფაბიან სუთერს ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა. მან მსოფლიო თასის პოდიუმზე 20-ჯერ მოახერხა ასვლა, აქედან 4 გამარჯვება იყო. (სწრაფდაშვება - ბანსკო 2009, სუპერგიგანტი - სისტრიერი 2008, ბორმიო 2008 და ბად კლაიკირხენი 2012). ფაბიანმა ასევე იასპარეზა ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე და ორ ოლიმპიადაზე.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან ერთად ფაბიენ სუთერს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ!

მოამზადა სოფო ახმეტელმა