მსოფლიო ამბები

18 Apr '17

ჯინს ბიგმარკმა კარიერა დაასრულა

შვედმა სამთო-მოთხილამურემ ჯინს ბიგმარკმა  კარიერა დაასრულა. ეს რთული გადაწყვეტილება მან მუხლის ტრავმის გამო მიიღო.

სლალომის სპეციალისტმა 2013 წელს მუხლის ტრავმა მიიღო და მას 2013/14 წლის სეზონი მთლიანად გაუცდა. ჯინს ტრავმა გაურთულდა და ამ ხნის განმავლობაში ფეხი სულ ტკიოდა.

ბიგმარკმა განაცხადა: -,,კარიერის დასრულება მუხლის ტრავმამ გადამაწყვეტინა. ტკივილი საშუალებას არ მაძლევდა, რომ ისევ მაღალ დონეზე მეასპარეზა და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.“

31 წლის ჯინს ბიგმარკი მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებზე 10 წლის განმავლობაში გამოდიოდა. 2007 წლიდან 2014 წლამდე ჯინსი საუკეთესოთა სამეულში რვაჯერ შევიდა. ბიგმარკმა პირველივე წელს, მსოფლიო თასის ტურში მესამე ადგილი მოიპოვა, ის პოდიუმზე ლეგენდარულ სპორტსმენებთან: ბენი რაიხთან და მარიო მატთან ერთად იდგა.

2011 წელს გარმიშ-პარტერკირხენში ჯინს ბიგმარკმა ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მოამზადა სოფო ახმეტელმა